ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანისგან დამზადებული სატანკო ჭურვების გადაცემა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლი უახლოეს საათებში გამოაცხადებს.
საყურადღებოა, რომ აშშ არ არის პირველი სახელმწიფო - მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინას გაღარიბებული ურანის ჭურვები, ბრიტანული წარმოების ტანკებთან ერთად გადასცა უკრაინას გაერთიანებულმა სამეფომ.
აშშ-ში ამ საკითხის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსალოდნელია, რომ ამ ტიპის ჭურვებს უკრაინა ამერიკული წარმოების Abrams-ის ტიპის ტანკებთან ერთად მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ამერიკული ტანკების პირველ პარტიას უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს.