ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

"ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში– სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი", – წერს სტანო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა