დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უზარმაზარ რისკებს შეიცავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი უნგრელი ხალხისთვის, გამოხატოს თავისი აზრი, როგორ ხედავს ამ საკითხს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„უკრაინის გაწევრიანებას რაც შეეხება, თუ ისინი წინ წაწევენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, პრაქტიკულად, გაანადგურებენ ევროპულ უსაფრთხოებასა და ევროპულ ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, რადგან ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანა გაანადგურებს ევროპულ ეკონომიკას. განვითარების დღევანდელი დონის მქონე ქვეყნის, როგორიცაა უკრაინა, ევროკავშირში შეყვანა გაანადგურებს ევროპულ კონკურენტუნარიანობას, ევროპულ ეკონომიკას, ევროპულ სოფლის მეურნეობას, საპენსიო სისტემას, ჯანდაცვის მდგომარეობას და ასე შემდეგ. დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უზარმაზარ რისკებს შეიცავს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი უნგრელი ხალხისთვის, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, როგორ ხედავს ამ საკითხს მომავალ აზრის გამომხატველ კენჭისყრაზე“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.