უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს და არც იარაღს არ გაგზავნის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

პეტერ მადიარის თქმით, უნგრეთის პოზიცია ახალი მთავრობის პირობებშიც არ შეცვლილა.

„უნგრეთი არ გაგზავნის არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინაში. ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

ამასთან, პეტერ მადიარმა ევროკავშირთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვეტოს გამოყენება მხოლოდ ეროვნული ინტერესებისთვის ღირს.

„ჩვენ არ ვიქნებით პროცესის შემაფერხებლები. ჩვენ ვიცით, რომ ამ კლუბის წევრები ვართ. ასევე ვიცით, რომ ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ვეტოს მხოლოდ ვეტოსთვის არ გამოვიყენებთ. ვეტოს გამოყენება სუვერენული უფლებაა, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ეს ნამდვილად ეროვნულ ინტერესს ეხება და მოლაპარაკებების ყველა სხვა გზა უკვე ამოწურულია. მე მჯერა მოლაპარაკებების. ცხრა წელი ბრიუსელში დიპლომატად ვიმუშავე და ვეტოს გამოყენება ერთხელაც არ დამჭირვებია“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.