რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვი განაცხადა, რომ 9 მაისისთვის რუსეთის მიერ შესაძლო ზავის გამოცხადებაზე უკრაინის პასუხი საჭირო არ არის და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვლადიმირ პუტინი მიიღებს.

"რეალურად, საჭირო არ არის. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება და ის შესრულდება. ყველა ელოდება კიევის რეჟიმის მხრიდან ადეკვატური განზრახვების გამოხატვას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ჩანს", - თქვა პესკოვმა.