რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. თუმცა მისი თქმით, ასეთი შეხვედრა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს შედეგიანი, თუ ის შეთანხმებების საბოლოო გაფორმების ეტაპზე გაიმართება.
პესკოვის თქმით, მთავარი საკითხია შეხვედრის მიზანი.
"რატომ უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ მზად არის მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს. მთავარი არის, რომ შეხვედრას ჰქონდეს აზრი და შედეგი. ასეთი შეხვედრა შეიძლება მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაფორმდეს შეთანხმებები", - განაცხადა მან.
ამასთან, პესკოვის თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს უკრაინის მხრიდან "კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას".
მისივე განცხადებით, რუსეთი მზად არის ამერიკელი მომლაპარაკებლები "ხვალვე მიიღოს".






