პერმის უნივერსიტეტში 18 წლის სტუდენტმა ცეცხლასასროლი იარაღით 8 კაცი მოკლა (ვიდეო)
1632147870
პერმის უნივერსიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით შესულმა 18 წლის სტუდენტმა 8 კაცი მოკლა
20 სექტემბერს, დილით, პერმის სახელმწიფო ნაციონალურ კვლევით ინსტიტუტში შეიარაღებული 18 წლის ახალგაზრდამ გლუვლულიანი თოფით შეეიარაღებულმა 18 წლის ახალგაზრდამ ატეხა სროლა, რის შედეგადაც 8 კაცი გარდაიცვალა.
თავდამსხმელი ადგილზე პირველად მისულმა საგზაო-საპატრულო პოლიციის ოფიცერმა მკერდის არეში დაჭრა მძიმედ და იგი რეანიმაციაში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლები მას წყნარ პიროვნებად ახასიათებენ და მისგან ასეთი საქციელი მათთვის სრული მოულოდნელობა იყო.
ნაცნობების თქმით. 18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვის მშობლები გაშორებულები არიან, იგი10 წლის ასაკამდე უდმურტეთში ცხოვრობდა, რვა წლის წინ კი დედასთან ერთად გადავიდა პერმში.
„მას კარგი დედა ჰყავს, მამას კი მთელი ცხოვრება გმირად ყოფნას ცდილობდა და ყველა ცხელ წერტილში ითხოვდა გაგზავნას. ტიმურისგან ამას არავინ მოელოდა. ის წყნარი და მშვიდი ბიჭი იყო", - ამბობენ ნაცნობები.
ტიმურ ბეკმანსუროვის მამა, რომელიც წინასწარი ცნობით, სამხედროა, ამბობს რომ სხვა ქალაქში იმყოფება და არაფერი კონკრეტულის თქმა არ შეუძლია, რადგან არ იცის „რა არის იქ სიმართლე". მისი თქმით, იგი უნდა ჩავიდეს პერმში დაკითხვაზე. „მე შოკში ვარ, გონზე ვერ მოვსულვარ აქამდე იმის გამო, რაც მან გააკეთა", - ამბობს იგი.
მან აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ მას დედამ აცნობა, მან კი ყოფილ ცოლს, რომელიც პოლიციაშია დაკითხვა, დაურეკა.
„ისიც შოკშია, რაღაც ამებასავითაა, არაფერის ნორმალურად თქმა არ შეუძლია", - აცხადებს თავდამსხმელის მამა და ამატებს, რომ შვილთან ურთიერთობის დროს მუდმივად ამჩნევდა კომპიუტერით მის ისეთ გატაცებას, რომ „სეირნობაზედაც კი უარს ამბობდა".
გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური თავისებურებების და სროლის მოტივების დადგენის მიზნით,18 წლის სტუდენტს ტიმურ ბეკმანსუროვს სიკვდილის შემდგომი კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება