აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირველი პაკეტი მოიცავს HAWK Phase III -ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათ მოვლა-შენახვას, ხოლო მეორე - Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მათ რემონტს.
პირველი პაკეტი მოიცავს HAWK-ის სარაკეტო სისტემის მოვლა-შენახვას, კერძოდ:
• ხუთტონიანი სატვირთო მანქანები;
• HAWK სისტემის სათადარიგო ნაწილები;
• HAWK-ის საზენიტო სისტემების შეკეთება და კაპიტალური რემონტი;
• ხელსაწყოების ნაკრებები;
• აღჭურვილობა ტესტირებისთვის;
• დამხმარე აღჭურვილობა;
• ტექნიკური დოკუმენტაცია;
• სწავლება;
• აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორის ტექნიკური და საველე მხარდაჭერა;
• სათადარიგო ნაწილების შესანახი კონტეინერები და აღჭურვილობა;
• MIM-23 HAWK-ის რაკეტებისა და რაკეტების შეკეთების სათადარიგო ნაწილები;
• პროგრამის ლოგისტიკასა და მხარდაჭერასთან სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.
მთლიანი ღირებულება 172 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
მეორე პაკეტი გულისხმობს Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების განახლებისთვის აღჭურვილობისა და მომსახურების შეძენას, ტექნიკურ დახმარებას, წვრთნებს და სხვა ლოგისტიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას. საერთო ღირებულება 150 მილიონი აშშ დოლარია.




