„არმენპრესის“ ცნობით, პაშინიანმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

„ამ პერიოდში ჩვენ არასდროს დაგვიყენებია რუსული სამხედრო ბაზის საკითხი და საქმე იმაში არ არის, რომ სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. თუ რუსეთი გადაწყვეტს სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ ის დარჩენის სურვილს გამოთქვამს, ჩვენ მზად ვართ, ესეც განვიხილოთ. მაგრამ ამ პერიოდში ეს საკითხები არასდროს დაგვიყენებია“, - თქვა პაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ასევე შეეხო სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურს სომხეთზე თავისი სამხედრო ყოფნის თავს მოხვევა და თუ სომხეთი ჩათვლის, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, რუსეთს თუნდაც ხვალვე შეუძლია გავიდეს.