ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს, ბიშკეკში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა
ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ სომხეთის ინტერესში არაა, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა არ იარსებებს.
„თუ სომხეთი ჩათვლის, რომ რუსული ბაზა არაა საჭირო, ჩვენ თუნდაც ხვალვე გამოვალთ, მაგრამ მზად არის თუ არა სომხეთი ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს დავაძალებთ. და თუ სომეხ ხალხს იქ რაიმე სახის რუსული სამხედრო ყოფნა სურს, მაშინ ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ“, - თქვა პუტინმა.




