დღეს, 14 ივნისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა. 9 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 86 საარჩევნო უბნების შედეგები 7 ივნისის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მოთხოვნით და მათივე ინიციატივით გადაითვლებოდა. მთავარი კითხვა იყო, მოიპოვებდა  თუ არა პარტია „„აყვავებული სომხეთი პარლამენტის მანდატებს. აღსანიშნავია, რომ გადათვლის შემდეგ პარტიის ხმების რაოდენობა 147-ით გაიზარდა, მაგრამ რადგან სამი საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, პარტიამ 222 ხმა დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პარლამენტში ვერ შევა. თუმცა, თუ ცესკო გადაწყვეტს ამ სამ უბანში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, „აყვავებული სომხეთი“ სავარაუდოდ, დარჩენილ რამდენიმე ათეულ ხმას მიიღებს და ახალ ეროვნული ასამბლეის მანდატებს მოიპოვებს.

ხმების გადათვლის შემდეგ შედეგები ასეთია:  

სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 340 006 ხმა ანუ 23.271%.

გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ - 58 287 ხმა ანუ 3.9893%.

ნიკოლ პაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“ - 726 818 ხმა ანუ 49.7456%.

რობერტ კოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 144,983 ხმა ანუ 9.9231%.

თუ გაუქმებულ სამ ოლქში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, ახალ ეროვნულ ასამბლეაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება:

„სამოქალაქო შეთანხმება“ – 64 ადგილი

„ძლიერი სომხეთი“ – 29 ადგილი

„სომხეთი“ – 12 ადგილი