პარკინსონის დაავადება სამჯერ მეტია მათ შორის, ვისაც ბრმა ნაწლავი აქვს ამოჭრილი
1557592165
იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია აქვთ გაკეთებული, სამჯერ და უფრო მეტად უდგინდებათ უკურნებელი ნევროლოგიური დაავადება - პარკინსონი, ვიდრე მათ, ვისაც ბრმა ნაწლავი არ აქვს ამოჭრილი.
ასეთი მონაცემები დაფიქსირდა ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად. ამასთან ერთად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ურთიერთკავშირი აპენდიციტს და ე.წ. მოცახცახე დამბლას შორის მათ არ დაუდგენიათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ბრმა ნაწლავის ამოჭრას და პარკინსონის დაავადებას შორის მნიშვნელოვანი დადებითი კორელაციაა, მაგრამ მათი ურთიერთკავშირის მექანიზმის დასადგენად დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი, - აცხადებს მოჰამედ შერიფი, კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკიდან.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები არ იძლევა ბრმა ნაწლავის ამოჭრაზე უარის თქმის მყარ საფუძველს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოწევა მთელი 40%-ით ამცირებს მოცახცახე დამბლის რისკს, მაგრამ ეს ოდნავაც კი არ ანაზღაურებს თამბაქოს მოხმარების უამრავ ნეგატიურ შედეგს, - შეგვახსენებენ მეცნიერები.




