ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.

ბრაზილიის ოლიმპიური დელეგაციის წევრს, „სელესაოს" ყოფილ ნახევარმცველს, შემდეგ კი მწვრთნელს არტურ ანტუნეშ კოიმბრას, იგივე ზიკოს, იგივე „თეთრ პელეს" მოჰპარეს ჩანთა, რომელში არსებული ნივთებიც 497 ათას ევროდ არის შეფასებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზის მე-19 ოლქში მდებარე საუცხოო სასტუმროში მყოფი ზიკო ტაქსიში ჩაჯდა და უკანა სავარძელზე დადო ჩანთა, რომელშიც „როლექსის" ფირმის საათი, არაერთი ბრილიანტით გაწყობილი სამკაული და ევროს და დოლარების ბანკნოტების შეკვრები იყო. ტაქსისთან მისული უცნობის მამაკაცის მძღოლთან და ზიკოსთან გამოლაპარაკების დროს, მეორე მხრიდან მანქანასთან მისულმა სხვა უცნობმა უცნობმა შეუმჩნევლად აიღო უკანა სავარძლიდან ჩანთა და სწრაფად მიიმალა. ზიკომ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ შენიშნა, რომ ჩანთა მოჰპარეს.

ზიკო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1978 წელს გახდა. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 71 მატჩში მას 48 გოლი აქვს გატანილი.