პარიზის ხელისუფლებამ, ქალაქში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება გადაწყვიტა. პარასკევიდან, საფრანგეთის დედაქალაქის საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება აიკრძალება.

შეზღუდვა ვრცელდება პარკებზე, მოედნებსა და ქალაქის ყველა ღია საზოგადოებრივ სივრცეზე.

აკრძალვის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, გაუწყლოების რისკების შემცირება და სიცხესთან დაკავშირებული შესაძლო ინციდენტების პრევენცია.

მეტეოროლოგები პარიზში ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას პროგნოზირებენ. მაღალი სიცხის ფონზე, ალკოჰოლი ორგანიზმის დეჰიდრატაციას აჩქარებს, რაც ჯანმრთელობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ქალაქის მერია მოქალაქეებს და ტურისტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და თავი აარიდონ მზის პირდაპირ სხივებს დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში. პოლიცია საზოგადოებრივ ადგილებში მონიტორინგს გააძლიერებს და შეზღუდვის დამრღვევთა მიმართ სათანადო ზომებს გაატარებს.