ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" ავრცელებს
პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პეშავარის მეჩეთში, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე, თვითმკვლელმა ტერორისტმა შაჰიდის ქამარი ააფეთქა. აფეთქების შედეგად მეჩეთის ჭერი ჩამოინგრა და ნანგრევებში მეჩეთში მყოფი მლოცველები მოჰყვნენ. პეშავარის პოლიციის თქმით, აფეთქების დროს მეჩეთში არანაკლებ 150 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 20 და დაშავებულია 90 კაცი. მეჩეთი პოლიციის საცხოვრებელ უბანთან ახლოსაა და აფეთქების დროს მლოცველთა შორის ბევრი პოლიციელი იყო.