ავარია დღეს დილით, პაკისტანში, ქვეყნის დედაქალაქიდან დაახლოებით 180 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ ბელასთან ახლოს მოხდა. 

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტადან  პაკისტანის დედაქალაქისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი გზის დაახლოებით 2/3-ის გავლის შემდეგ ჯერ ხიდზე ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ხიდიდან გადავარდა და ცეცხლში გაეხვია.   
ქალაქ ბელას კომისრის თანაშემწის თქმით, ავტობუსში არანაკლებ 48 მგზავრი იყო. მაშველებმა ავტობუსიდან  4 კაცი ამოიყვანეს ცოცხლად და 39 ცხედარი ამოასვენეს. ცხედრები იმდენად არიან დასახიჩრებულები, რომ მათი იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარებაა საჭირო.

კომისრის თანაშემწის მიერ განცხადების გაკეთების მომენტში  სამაშველო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დანარჩენი მგზავრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.