ამის შესახებ შეერთებული შტატების და კუბის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
2026 წლის 25 თებერვლის დილით, ფლორიდაში რეგისტრირებული სწრაფმავალი ნავი, სარეგისტრაციო ნომრით FL7726SH, კუბის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და ერთ საზღვაო მილზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა სანაპიროს კაიო-ფალკონესთან, კორალილოს მუნიციპალიტეტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პატრულის გემი ხუთი თანამშრომლით შემთხვევის ადგილს ნავზე მყოფთა იდენტიფიცირების მიზნით რა დროსაც ნავიდან ცეცხლი გახსნეს და საპატრულო გემის კაპიტანი დაჭრეს. ინფირმაციის გავრცელების მომენტისთვის გემზე მყოფი 4 პირი დაღუპული, ექვსი კი დაჭრილი იყო. საპატრულო გემით დაჭრილების ევაკუაცია მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება საქმის გარემოებების სრულად გასარკვევად, - ნათქვამია კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა ჯეიმს უთმაიერმა განაცხადა, რომ მან დაავალა სახელმწიფო სისხლის სამართლის გამოძიების განყოფილებას ითანამშრომლოს ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან გამოძიების დასაწყებად.
თავის განცხადებაში უთმაიერმა აღნიშნა, რომ კუბის მთავრობას „არ შეიძლება ენდო“ და პირობა დადო, რომ მისი დეპარტამენტი „ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს კომუნისტები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს“.
კონგრესში ფლორიდელი რესპუბლიკელი წარმომადგენელი კარლოს ხომენესი გავრცელებულ განცხადებაში „დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ“ მოუწოდებს.
მოვუწოდებ ამ ხოცვა-ჟლეტის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ. აშშ-ის ხელისუფლებამ ზუსტად უნდა დაადგინოს რა მოხდა და არიან თუ არა მსხვერპლთა შორის აშშ-ის მოქალაქეები ან კანონიერი მუდმივი მცხოვრებლები. კუბის რეჟიმი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უთვალავი დანაშაულის გამო, დავიწყებას უნდა მიეცეს - განაცხადა ხიმენესმა.
ფლორიდელი რესპუბლიკელი სენატორი რიკ სკოტი მხარს უბამს კონგრესმენ კარლოს ხიმენესს და წერს:
„ამ ღრმად შემაშფოთებელ სიტუაციასთან დაკავშირებით სრული გამოძიება უნდა ჩატარდეს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა. კუბის კომუნისტურმა რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს!“




