მსახიობმა ემი მედიგანმა „ოსკარზე“ საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის მოიპოვა ჯილდო.
75 წლის ემი მედიგანი „ოსკარზე“ პირველად 40 წლის წინ იყო წარდგენილი, მაგრამ ჯილდო ვერ მოიპოვა. წელს, იმავე ნომინაციაში ჯილდოზე წარდგენილი მსახიობი კი გამარჯვებულიც გახდა და წარმოუდგენელი რეკორდის მფლობელიც - მან ნომინაციაში ჯილდოზე წარდგენათა შორის პერიოდის ხანგრძლივობის ახალი რეკორდი დაამყარა.
ემი მედიგანმა „ოსკარი“ მიიღო როლისთვის ფილმში „იარაღი“.




