საუდის არაბეთმა, რუსეთმა და OPEC+-ის ნავთობის ექსპორტიორმა სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვებას დღეში დაახლოებით 1.15 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ წარმოებას დღეში 500 ათასი ბარელით შეამცირებს, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 144 ათასი, ერაყი - 211 ათასი , ქუვეითი - 128 ათასი, ყაზახეთი - 78 ათასი, ომანი - 40 ათასი და ალჟირი - 48 ათასი.

Reuters წერს, რომ წარმოების შემცირება მაისში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მარტიდან 2023 წლის ბოლომდე ნებაყოფლობით შეამცირებს წარმოებას დღეში 500 000 ბარელით.