გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი მზად არის უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შესაძლო სავაჭრო შეზღუდვებს. იუწყება Reuters.

შოლცმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს 25%-იანი ტარიფების დაწესებას აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე.

ჩრდილოეთ გერმანიაში გამართულ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე შოლცმა თქვა, რომ ტრამპის მხრიდან ნებისმიერი ახალი ტარიფი საპასუხო ზომებს მიიღებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არაფერია ოფიციალური, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ დიდი სიფრთხილით, მაგრამ დიდი სიცხადით: ვინც ტარიფებს აწესებს, უნდა ელოდეს საპასუხო ტარიფებს", - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს.