გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. კანცლერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
მანამდე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პეკინში სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში“, - განაცხადა შოლცმა.
შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება.