ნობელის კომიტეტმა ფიზიკის დარგში გამარჯვებულები დაასახელა. წელს პრემიის ლაურეატები ჯონ კლარკი, მიშელ დევორე და ჯონ მარტინისი გახდნენ. ჯილდო მათ "მაკროდონეზე კვანტური ტუნელირების აღმოჩენისა და ელექტრონულ ჯაჭვში ენერგიის კვანტირებისთვის" გადაეცათ.
კვანტურ მექანიკაში გაკეთებული ეს აღმოჩენები ახალი თაობის ძალიან მძლავრი კომპიუტერების შექმნას შეუწყობს ხელს.




