აშშ-ის საჰაერო ძალების მეორე გამანადგურებელი სპარსეთის ყურეში ჩამოვარდა და ერთადერთი პილოტი გადაარჩინეს, - განუცხადეს „ნიუ-იორკ ტაიმს“ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. 

ანონიმი ოფიციალური პირების თქმით, A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჰორმუზის სრუტესთან დაახლოებით იმავე დროს ჩამოაგდეს, რა დროსაც F-15E გამანადგურებელი ირანის თავზე.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, ოფიციალურმა პირებმა A-10 Warthog-ის ჩამოვარდნის შესახებ ბევრი დეტალი, მათ შორის, თუ როგორ და სად მოხდა ეს, არ დააზუსტეს, თუმცა თქვეს, რომ პილოტი გადაარჩინეს.