სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში თემაზე „ინდუსტრია 360. წარმოება საზღვრების გარეშე“, რომელიც ეკატერინბურგში, საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში (6-9 ივლისს) იმართება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რუს კოლეგა მიხაილ მიშუსტინთან.