ნიდერლანდები უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 271 მლნ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიკ შუფმა განაცხადა.

მისი თქმით, თანხა დანიასთან და ჩეხეთთან ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალის ახალი პარტიის მიწოდებას“, - აცხადებს დიკ შუფი.