ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 1 500-მდე გაიზარდა, მათ შორის, სულ მცირე, 800 უცხოელია.

ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კაილასა-მანასაროვარის, ტიბეტში მდებარე მაღალმთიანი წმინდა ადგილისკენ მიმავალი მომლოცველები იყვნენ.

მათივე ცნობით, სპეციალური ჯგუფები ვერტმფრენებით საჭირო დახმარებას ადგილზე ჩარჩენილ ათასობით ადამიანს აწვდიან.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ რეგიონში მომხდარმა მიწისძვრამ მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევა და შემდგომ წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად აღქმული სეისმური აქტივობა, მყინვარული ქანისა და ყინულის ჩამონგრევით იყო გამოწვეული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხდებენ, რომ ნეპალს კატასტროფებზე რეაგირების მრჩეველს უგზავნის და 500 000 დოლარის დახმარებას გამოყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს მდგომარეობას და დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა თქვარომ გაერო-ს გუნდები და პარტნიორები დაზარალებულებს დახმარებას უგზავნიან.