NATO-ს პრესსპიკერი ფარა დახლალა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მიიღოს "აგენტების კანონი", არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯი ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისგან.

ის მოუწოდებს მთავრობას კურსის შეცვლისკენ.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების თაობაზე არის არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერს ის სოციალურ ქსელში.