ლატვიის NATO-ელი მოკავშირეების გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დრონი ჩამოაგდეს საფრანგეთის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.
როგორც აღნიშნულია, დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედების შედეგად მოხვდა.
იმავე დღეს დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცეც დაარღვია. მისი ჩამოვარდნის ადგილზე აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.




