დიდი მობილიზაციის გარეშე, რუსეთი ვერ შეძლებს განახორციელოს რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია უკრაინაში, განუცხადა NATO-ს მაღალჩინოსანმა Important Stories-ს ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.
რუს სამხედროებს ამისთვის ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საბრძოლო მასალა და მანევრირებადი დანაყოფები, – მიიჩნევს NATO-ს წარმომადგენელი:
„ისინი, დიდი ალბათობით, გააგრძელებენ თავდასხმებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვას“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიის ადგილობრივ სარდლობას ჯერ კიდევ არ შეუძლია ადგილზე კომპლექსური ოპერაციების ორგანიზება და ვეღარ ახერხებს სამხედრო პერსონალის მორალური განწყობის შენარჩუნებას. ამავდროულად, რუსეთს რჩება მნიშვნელოვანი უპირატესობა უკრაინის მიმართ ცოცხალი ძალით, საბრძოლო მასალის რაოდენობით და აღჭურვილობით.
ამავდროულად, NATO ამჟამად ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ფართომასშტაბიანი მობილიზაციას ამზადებს. დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახლა აქვს „ბევრი სხვა პრობლემა ქვეყნის შიგნით", ამასთან დაკავშირებით, "მისი გადასახედიდან საჭიროა თავდაჯერებულობისა და ძლიერების დემონსტრირება". ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლებას სურს, შემოიფარგლოს რეგულარული გაწვევის კამპანიით, – მიიჩნევენ დასავლურ დაზვერვაში.