ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.
როგორც „სი ენ ენი“ წერს, გადასახდელი ჯარიმა, შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს, რადგან ჰანტერ ბაიდენს ნასამართლობა არ აქვს.
ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდე ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ მის შვილს პატიმრობას მიუსჯიან, არ შეიწყალებს