აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პატიმრობის მისჯის შემთხვევაში თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას გამორიცხავს.
NBC News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა ჰანტერ ბაიდენის შეწყალებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ“.
ბაიდენმა ასევე „დიახ“ უპასუხა კითხვას – დაეთანხმება თუ არა სასამართლოს მიერ მისი შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, იარაღის შეძენისას შესავსებად სავალდებულო ანკეტაში ცრუ ინფორმაცია დააფიქსირა და ჩაწერა, რომ წამალდამოკიდებული არ არის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰანტერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და იარაღის შეძენისას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.