ანტვერპენში 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოსამყაროს ოსკარით დაჯილდოების მსგავს მსოფლიო რესტორნების ინდუსტრიის ამ ცერემონიალზე საუკეთესო რესტორნებთან ერთად დაასახელეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ქალი-მზარეული, საუკეთესო კონდიტერი, კონტინენტის საუკეთესო რესტორანი და სხვა.
50 საუკეთესო რესტორნიდან 6-6 ესპანეთსა და აშშ-ია, 4- იტალიაში. 3-3 - იაპონიასა და საფრანგეთში, 2-2 - დანიაში, პერუში, სინგაპურში, მექსიკაში, რუსეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში, თითო-თითო კი შვედეთში, ჰონგ-კონგში, ავსტრიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, სლოვენიაში, ჩინეთში, ბელგიაში, ჩილეში, ტაილანდში, პორტუგალიაში, კოლუმბიაში, ნორვეგიაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საუკეთესო რესტორანთა პირველი ათეული ასეთია: 1. Noma (კოპენჰაგენი, დანია); 2. Geranium (კოპენჰაგენი, დანია); 3. Asador Etxebarri (ასპე, ესპანეთი); 4. Central (ლიმა, პერუ), სამხრეთ ამერიკის საუკეთესო რესტორანი; 5. Disfrutar (ბარსელონა, ესპანეთი); 6. Frantzén (Stockholm, Sweden); 7. Maido (ლიმა, პერუ); 8. Odette (სინგაპური), აზიის საუკეთესო რესტორანი 9. Pujol (მეხიკო, მექსიკა), ცრდილო ამერიკის საუკეთესო რესტორანი 10. The Chairman (ჰონგ-კონგი) 50 საუკეთესო რესტორანს შორის პირველ ადგილზე გასული Noma იმ რესტორნებს შეურთდა, რომლებსაც 2019 წელს მიღებული წესების თანახმად, საუკეთესო რესტორნის გამოსავლენ კონკურსში გამარჯვების გამო მომდევნო წლებში საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ. წელს Noma-მ კონკურსში მონაწილეობა ადრე გამარჯვების მოპოვების მიუხედავად იმის გამო შეძლო, რომ 2016 წელს იგი დაიხურა და ორი წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს შემდეგი რესტორნებიდან შეირჩევა: 1. ElBulli (როსასი, ესპანეთი), 2002, 2006, 2007, 2008, 2009 2. The French Laundry (იუნტვილი, კალიფორნია, აშშ), 2003, 2004 3. The Fat Duck (ბრეი, დიდი ბრიტანეთი), 2005 4. Noma (კოპენჰაგენი, დანია), 2010, 2011, 2012, 2016, 2021 5. El Celler de Can Roca (ჟირონა, ესპანეთი), 2013, 2015 6. Osteria Francescana (მოდენა, იტალია), 2016, 2018 7. Eleven Madison Park (ნიუ-იორკი, აშშ), 2017 8. Mirazur (მენტონი, საფრანგეთი), 2019 2020 წელს საუკეთესო რესტორნის გამოსავლენი კონკურსი კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამართულა