მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის მონაცემებით, სამწლიანი ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის $524 მილიარდია საჭირო. 

ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით აღდგენისთვის საჭირო რაოდენობა $486 მილიარდიდან 7%-ით არის გაზრდილი და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში საცხოვრებელი სახლები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კომერცია და განათლება დასახელდა.