მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე აკრძალვა დაწესდა. დრონების გამოყენება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა Telegram-ზე განაცხადა.

"გადაწყვეტილება უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ, რამაც შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მუშაობა შეაფერხოს." - აცხადებს სობიანინი.

ამავდროულად, მოსკოვის მერმა აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლობით, უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება დანაშაულია და იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.