ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

ორშაბათს, 6 იანვარს, ნიუ-იორკის მოსამართლე ხუან მერჩანმა უარყო არჩეული და ორშაბათიდან უკვე კონგრესის მიერ არჩეულად ოფიციალურად ცნობილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნა სასჯელის განხილვის გადადების შესახებ საქმეზე ნიუ-იორკი ტრამპის წინააღმდეგ.

„ბრალდებულის შუამდგომლობა ამ პროცესის შეჩერების შესახებ, 2025 წლის 10 იანვარს დაგეგმილი სასჯელის განხილვის ჩათვლით, უარყოფილია”, - წერს მერჩანი თავის ორშაბათის გადაწყვეტილებაში.

ორშაბათს, ტრამპის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა შუამდგომლობა ამ საქმეზე სასჯელის განხილვის გადადების შესახებ. ტრამპის საქმეზე განაჩენის გამოტანა იგეგმება პარასკევს, 10 იანვარს, დილის 9:30 საათზე, 20 იანვარს, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე.

„დღეს, პრეზიდენტ ტრამპის იურიდიულმა გუნდმა მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა მანჰეტენის ოლქის პროკურორის კუდიანებზე ნადირობის ფარგლებში განაჩენის უკანონო გამოტანა. უზენაესი სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილება იმუნიტეტზე, ნიუ-იორკის შტატის კონსტიტუცია და სხვა ავტორიტეტული სამართლებრივი პრეცედენტები მოითხოვს ამ უსაფუძვლო სიცრუის დაუყოვნებლივ უარყოფას“, - განუცხადა ორშაბათს დილით Fox Digital-ს ტრამპის სპიკერმა და თეთრი სახლის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ ჩუნგმა.  

მერჩანმა ადრე განაცხადა, რომ არ შეუფარდებს ტრამპს საპატიმრო ღონისძიებას და გამოიტანს განაჩენს „უპირობო გათავისუფლების შესახებ“,  რაც ნიშნავს, რომ არანაირი სასჯელი არ იქნება.