მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის სრული შედეგი აისახა.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატებს ხმა მისცა 1 546 078-მა ამომრჩეველმა.

მაია სანდუს სულ 656 354-მა (42,45% ) ბამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილზე გასულმა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასულმა ალექსანდრ სტოიანოგლომ 401 726 ხმა (25,98%) მიიღო.

მომდევნო ადგილებზე გავიდნენ:
რენეტო უსათი - 213 168 (13,79%)
ირინა ვლაჰი - 83 226 (5,38%)
ვიქტორია ფურტუნამი - 68 779 (4,45%)
ვასილე ტარლევი - 49 317 (3,19%)
იონ ჩიკუ - 31 785 (2,06%)
ციკუ ოქტავიანე - 14 315 (0,93%)
ანდრეი ნასტასე - 9952 (0,64%)
ნატალია მორარი - 9448 (0,64%)
ტუდორ ულიანოვჩი - 8008 (0,52%)

აღსანიშნავია, რომ მაიას სანდუს საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდაველების 70,71%-მა დაუჭირა მხარი. დნესტრისპირეთში მისი მხარდამჭერების რაოდენობა 25,21% იყო, გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში კი 2,26%.

ალექსანდრ სტოიანოგლოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოლდაველების 8,06%-მა დაუჭირა. დნესტრისპირეთში მისი მხარდამჭერების რაოდენობა 35,41% იყო, გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში კი 48,67%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  3 ნოემბერს გაიმართება.