რუსეთის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, სამხრეთ ძალების მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, რომელმაც პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში, კონსტანტინოვკის ე.წ. სრული დაკავების შესახებ მოახსენა, დაიღუპა. ეს ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა დაადასტურა.

ალაუდინოვს გენერლის დაღუპვის გარემოებები არ დაუკონკრეტებია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პუბლიკაციებში მან განაცხადა, რომ გრუნისი "გმირივით წავიდა და თავისი წმინდა მოვალეობა შეასრულა".

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ გრუნისი 2026 წლის 12 სექტემბრის ღამეს, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ კონდრატოვკაში მოკლეს. მისი თქმით, რუსი გენერალი დისლოკაციის პუნქტში იმყოფებოდა, რომელზედაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს.