მსხვერპლი მოჰყვა ახალი წლის პირველ დღეს ცენტრალური იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ მიწისძვრას მაგნიტუდით 7,6

ისიკავის პრეფექტურის პოლიცია აცხადებს, რომ გარდაიცვალა ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც ჩამონგრეული შენობიდან ცოცხლად გამოიყვანეს, მათივე ცნობით, დადასტურებულია კიდევ ხუთი ადამიანის გარდაცვალება.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ სახლების ჩამონგრევის შესახებ 50-ზე მეტი შეტყობინებაა მიღებული. ხელისუფლებამ და საავადმყოფოებმა განუცხადეს NHK-ს, რომ ათობით ადამიანი დაშავდა ოთხ სხვა პრეფექტურაში.