ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს.
„ანადოლუს" ინფორმაციის თანახმად, ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 9 თებერვლის დილის 07:45 საათისთვის, თურქეთში 12 873-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 62937-ს მიაღწია.
ფრანგული სააგენტო 20minutes იუწყება, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სირიაში 3 162 კაცია დაღუპული
სულ, ორივე ქვეყანაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 16 035 კაცი.