"მის სამყარო" 2024-ის გამარჯვებული დანიის წარმომადგენელი გახდა, სამყაროს ულამაზესი ქალის გვირგვინი დანიელმა ვიქტორია კიაერ თეილვიგმა დაიდგა. კონკურსი მექსიკაში გაიმართა.
მეორე ადგილზე გავიდნენ ნიგერიელი ჩიდიმა ადეტშინა, მექსიკელი მარია ფერნანდა ბელტრანი, ასევე სუჩატა უანგსერი ტაილანდიდან და ვენესუელელეი ილეანა მარკესი.
ორგანიზატორების თქმით, კონკურსში 120-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
წელს პირველად იყო წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყანა - ბელარუსი, ერიტრეა, გვინეა, მაკაო, მალდივები, მოლდოვა და უზბეკეთი.




