მილიარდერი ოლეგ დერიპასკა ახალი გლობალური კრიზისისგან ეკონომიკის გადასარჩენად რუსებს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, შაბათის ჩათვლით, სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს.
„წელს მსოფლიო შეიცვალა. ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს აღარ არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, საბანკო განაკვეთებით და ცენტრალური ბანკის მაკროეკონომისტების მიერ რუბლის ფუჭი გამყარებით.
და არც მხოლოდ ძალოვნების მიერ იმ სამართლებრივი ინსტიტუტების განადგურების თეორიაა, რომელსაც როგორც საძირკველს, ეყრდნობოდა ინვესტიციები რუსეთის არასტაბილურობაში - სიძნელეებიც, და უცხოურიც.
ეს კრიზისული სიტუაცია ღრმავდება. მან მძიმე ტრანსფორმირება გამოიწვია: ოდესღაც არსებული ზედმეტად ფართო შესაძლებლობებიდან - რეგიონალურამდე, ყველანაირი შეზღუდვით.
მაგრამ ეს გზა მაინც უნდა გავიაროთ და სასურველია რაც შეიძლება სწრაფად. ვეთანხმები, ჩვენი არცთუ ბევრი რესურსი გვაქვს. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთია და ის ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან არის დაკავშირებული: მძიმე წუთებში შეგვიძლია ძალ-ღონის მოკრეფა და უფრო მეტი მუშაობა.
და რაც უფრო მალე გადავალთ ჩვენ თვითონ ამ ახალ გრაფიკზე - დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, შაბათის ჩათვლით - მით უფრო სწრაფად გავივლით ამ ტრანსფორმირებას", - წერს დერიპასკა




