საქართველოს ესპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავითი გაათავისუფლეს. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იური დერევიანკომ განაცხადა. 

დავით სააკაშვილის განცხადებით, მასთან 10 პოლიციელი მივიდა, ავტომობილში ჩასვლა და მიგრაციის სამსახურის განყოფილებაში წაიყვანა. დავით სააკაშვილის შესაბამისი განცხადება დავით საყვარელიძემ facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

"ორი ავტომობილი მოვიდა, პოლიციის თანამშრომლებად გამაცნეს თავი, 8-10 ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ. მათ დოკუმენტების წარდგენა ვთხოვე, შემდეგ კი  ავტომანქანაში ჩამსვეს და წამიყვანეს“, -განაცხადა დავით სააკაშვილმა.

კიევში, მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

"დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის იურისტია, უკრაინის მცხოვრების უფლება ჰქონდა. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან.

ამავდროულად, კიევში მომუშავე მობილური ჯგუფები მთელი დასავლეთ საზღვრის საზღვრის გასწვრივ გუშინ გაგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მობილური ჯგუფების ამოცანაა, მათ შორის ყოფილი "ბერკუტის" წარმომადგენლების, არ მომცენ პასპორტი. შევხვდებით საზღვარზე“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი.