აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს და აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება "საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს".
ამასთან, მან თავი შეიკავა შესაძლო შედეგებზე საუბრისგან, "რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია".
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.