მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ „მეტა“ უბრუნდება „თავდაპირველ მისიას“. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებს მიეცეთ „ინფორმაციის გაზიარების" შესაძლებლობა.

„მეტას" ტრანსფორმაცია პარასკევს გაგრძელდა, როდესაც კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ წყვეტდა ძალისხმევას მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიურობის მიმართულებით. კომპანიამ გააუქმა მრავალფეროვნების მთავარი ოფიცრის თანამდებობა, გააუქმა მრავალფეროვნების დაცვის მიზნით შემუშავებული პრინციპი, რომელიც მოითხოვდა მოითხოვდა გარკვეული რაოდენობის ქალების და უმცირესობების სამსახურში აყვანას და თქვა, რომ კონტრაქტების გაფორმებისას აღარ მიანიჭებს პრიორიტეტს იმ საწარმოებს, რომლებიც უმცირესობათა საკუთრებაშია.

„ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, „მეტას" ჯგუფმა ცუკერბერგის ხელმძღვანელობით დაიწყო სამეტყველო პოლიტიკის ცვლილებისთვის მზადება და პროგრამას, რომელიც არეგულირებს შევიწროების, დაცული ჯგუფების წინააღმდეგ მუქარისა და სხვა მავნე კონტენტის მოგვარების საკითხს „სიძულვილის გაღვივების“ ნაცვლად დაარქვა „სიძულვილით სავსე ქცევა“, რამაც ეფექტურად გადაიტანა წესების აქცენტი სამეტყველო ენისგან და მინიმუმადე დაიყვანა„მეტას" როლი ონლაინ კომუნიკაციის რეგულირებაში.

მეტამ" შეამსუბუქა თავის წესები იმგვარად, რომ მომხმარებელს შეეძლოს განაცხადოს გარკვეული რასის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიუღებლობის შესახებ და დაუშვა განცხადებები გენდერულ ან სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული ფსიქიკური დაავადების ან პათოლოგიის შესახებ. ასევე გაუქმდა წესი, რომელიც უკრძალავდა მომხმარებელს კორონავირუსის გავრცელებაზე გარკვეული რასის წევრთა პასუხისმგებლობაზე საუბარს.

სილიკონის ველში, ტეხასსა და ნიუ-იორკში მდებარე „მეტას" ოფისების მენეჯერებს დაევალათ მამაკაცთა ტუალეტებიდან ამოეღოთ ტამპონები, რომლებისც შეიძლება დასჭირდეთ არაბინარულ და ტრანსგენდერ თანამშრომლებს, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.