ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ კანადაში პარლამენტის სხდომა გახსნა და სიტყვით გამოსვლისას კანადა „ძლიერ და თავისუფალ“ ქვეყნად შეაფასა.
ჩარლზ III გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი თითქმის 70 წლის განმავლობაში, რომელმაც კანადის პარლამენტის სესია გახსნა.
„ეს არის ჩემი მეოცე ვიზიტი კანადაში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, და პირველი, როგორც მონარქის. როგორც ადრე ვიტყოდი: „ყოველ ჯერზე, როცა კანადაში მოვდივარ, კიდევ უფრო მეტი კანადა შედის ჩემს სისხლში – და იქიდან პირდაპირ ჩემს გულში“, – აღნიშნა ბრიტანეთის მეფემ.
ამასთან, ბრიტანეთის მეფემ კანადა დაახასიათა, როგორც „თამამი, ამბიციური, ინოვაციური და მულტიკულტურული ქვეყანა“.








