ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებთან მოგებიდან რამდენიმე წუთში მეფე ჩარლზმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს ფინალისთვის რამდენიმე სახალისო რჩევა მისცა.  

მეფე ჩარლზმა მოუწოდა „სამ ლომის" მწვრთნელს ევრო 2024-ის ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ბოლო წუთებში რამენაირი სასწაულებრივი გოლები გახდება საჭირო. თავის სახალისო გზავნილი მონარქმა შეხვედრის დამთავრებისთანავე გამოაქვეყნა.  

„მე და ჩემი მეუღლე ვუერთდებით მთელ ჩვენ ოჯახს და გულითადად გილოცავთ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლას, ასევე გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს კვირის მატჩისთვის.

რომ შემეძლოს მოგიწოდოთ გამარჯვების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ბოლო წუთებში გოლების გატანის ან პენალტების მორიგი დრამის აუცილებლობა წარმოიშობა, დარწმუნებული ვარ, დატვირთვა ერის კოლექტიური პულსზე და არტერიულ წნევაზე მნიშვნელოვნად შემცირდება!

წარმატებები, ინგლისო.
ჩარლზ რ"



მეფე არ იყო სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელმაც ინგლისის ნაკრებს მიულოცა. პრინცმა უილიამმა გუნდისთვის მისალოცად ასევე პლატფორმა X გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალში ნიდერლანდები 90-ე წუთზე ოლი უოკინსის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა და ფინალში ესპანეთს შეხვდება