გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ "ღრმა შეშფოთება" გამოხატა მისი უმცროსი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების გამო და აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".
ასევე, როგორც მეფე ჩარლზი აცხადებს, მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს.
"უდიდესი შეშფოთებით შევიტყვე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორთან დაკავშირებული ახალი ამბავი და ეჭვი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის შესახებ. ის, რაც ახლა უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, არის სრულყოფილი, სამართლიანი და ჯეროვანი პროცესი, რომლის ფარგლებშიც საკითხს შესაბამისი ორგანოები სათანადო წესით გამოიძიებენ.
როგორც ადრეც მითქვამს, ამ საქმეში მათ აქვთ ჩვენი სრული, გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
მსურს მკაფიოდ განვაცხადო: კანონმა თავისი გზით უნდა იაროს.
ვიდრე ეს პროცესი გრძელდება, ჩემგან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მართებული არ იქნება. მანამდე კი, მე და ჩემი ოჯახი კვლავაც განვაგრძობთ თქვენს სამსახურსა და მოვალეობის შესრულებას," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პოლიციამ მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, მონარქის ძმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ამჟამად ის წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება









