მოსკოვის სასამართლომ ქართული ლეგიონის წევრებს პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას "Медиазона" ავრცელებს.
საქმის მოსმენა 3 მარტს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია სასამართლოს ფაილებში გუშინ გამოჩნდა.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაკავების განაჩენი დაუსწრებლად მიიღო და მებრძოლებს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსკოვში მებრძოლებს რუსეთ-უკრაინის ომში დაქირავებულ მონაწილეობას ედავებიან.
ქართული ლეგიონის წევრები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან, ჯგუფი ძირითადად ყოფილი ქართველი სამხედროებისგან შედგება, რომლებსაც შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება აქვთ.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს 2 000-მდე მოქალაქე იბრძვის, უმეტესობა ქართული ლეგიონის წევრია.
ჯგუფის მეთაურმა, Current Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ლეგიონი უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური ფორმირებაა.