ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ირანი უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე და სწორედ შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებების და ვალდებულებების დარღვევამ შექმნა დაბრკოლებები ამ გზაზე.

ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ თუ აშშ ცდილობს მოლაპარაკებების აღდგენას, მან ჯერ უნდა აღადგინოს ნდობა წარსული დარღვევების გამოსწორებით.

„სწორედ ამერიკელების მიდგომა განსაზღვრავს მოლაპარაკების გზის გაგრძელებას“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

თარგმანი: პირველი არხი