აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის განმარტებით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი მთელი მსოფლიოს დასანახად უნდა დათმოს.
მისი თქმით, საკუთარი მარიონეტებით თეირანი რეგიონში ქაოსს იწვევს.